Header image  
kino  
  
 
 
 
 


giorgi saakaZe

1943 წ. გადაღებული ქართული მხატვრული ფილმი. რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი.

siuJeti

ფილმი გადაღებულია ანა ანტონოვსკაიას რომანის „დიდი მოურავის“ მიხედვით. ცალ-ცალკე სამთავროებად დაქუცმაცებულ, გარეშე მტრების სათარეშოდ გადაქცეული საქართველოს გაერთიანებისთვის იბრძვის გიორგი სააკაძე. ქართლის მეფეს - ლუარსაბ მეორესაც სამთავროების გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მეფე ცოლად გიორგის დას შეირთავს. დიდი მოურავის აღზევებით შურით აღვსილი თავადები შეთქმულებას აწყობენ მის წინააღმდეგ. სააკაძე იძულებული ხდება ირანის შაჰის კარზე შეაფაროს თავი. დაიწყო დიდი ომები, რომელსაც გიორგი სააკაძე შაჰისთვის აწარმოებდა. ისპაჰანში გამარჯვებით დაბრუნებულს შაჰი უკვე საქართველოზე გალაშქრებას მოსთხოვს. მძევლად კი უმცროს შვილს დაიტოვებს. სააკაძეს სპარსეთის ლაშქრის დახმარებით უნდა ურჩი თავადები გაანადგუროს და საქართველო გააერთიანოს. მტრის ურიცხვი ჯარის განადგურებით იგი შელახულ ღირსებას აღიდგენს. ქართველები გამარჯვებას ზეიმობენ, ამ დროს კი გიორგი სააკაძეს შაჰის გამოგზავნილ ძღვენს მიართმევენ. შაჰმა გიორგის ღალატის სანაცვლოდ მის შვილს თავი მოჰკვეთა და სააკაძეს გაუგზავნა. სულიერად გატეხილ სააკაძეს კი გაერთიანებული თავადები ადვილად ამარცხებენ…

ფილმის გადაღება თავად სტალინმა შეუკვეთა. მისი ბიუჯეტი 7 მილიონი მანეთი იყო. ფილმის გადაღების დაწყება ქვეყანაში ოფიციალურად გამოაცხადეს 1941 წლის 22 ივნისს. XVII საუკუნის ეპოქის გასაცოცხლებლად, სტალინის სპეციალური ბრძანებით, კრემლის ცნობილი მუზეუმიდან მოხდა ქართველი თავადების ორიგინალი კოსტიუმების გამოტანა. ისინი რეჟისორს უკან აღარ დაუბრუნებია და დღემდე ინახება საქართველოს მუზეუმებში. გამოსვლიდან პირველი 2 წლის განმავლობაში ფილმი 40 მილიონმა ადამიანმა ნახა. მათ შორის ადოლფ ჰიტლერმა, თეოდორ რუზველტმა, უინსტონ ჩერჩილმა და ირანის შაჰმა მოჰამედ რეზა ფეჰლევმა 

ფილმი აღდგენილია 1979 წელს კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ.

rolebSi

  • აკაკი ხორავა - გიორგი სააკაძე
  • ვერიკო ანჯაფარიძე - რუსუდანი, გიორგის მეუღლე
  • სპარტაკ ბაღაშვილი - ლუარსაბ II
  • მედეა ჯაფარიძე - თინათინი - ლუარსაბ II-ის და
  • ლიანა ასათიანი - თეკლა, გიორგის და
  • გუგული მგელაძე, ზურაბ ლეჟავა - ავთანდილი, გიორგის შვილი
  • მერაბ კოკოჩაშვილი, გ.შარაშიძე - პაატა, გიორგის შვილი
  • ალექსანდრე ჟორჟოლიანი - თავადი ორბელიანი
  • სერგო ზაქარიაძე - თავადი შადიმან ბარათაშვილი
  • შალვა ღამბაშიძე - ანდუყაფარი
  • აკაკი ვასაძე - შაჰ აბასი
  • მიხეილ ჩიხლაძე - ყარჩი-ხანი
  • გიორგი შავგულიძე - ნოდარი
  • კოტე დაუშვილი - ტრიფილი
  • ივანე პერესტიანი - რუსეთის ელჩი
  • ნიკოლოზ კანდელაკი - გერმანიის ელჩი

jildoebi da premiebi

ფილმის მსახიობები ვერიკო ანჯაფარიძე და აკაკი ხორავა, რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი და დამდგმელი ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი დაჯილდოვდნენ I ხარისხის სტალინური პრემიით.

 

ixileT aseve